07:52 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283

ეკატერინე ტიკარაძე:  ვაქცინაციის ცენტრების რაოდენობა 78-ით გაიზარდა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
71 0 0

შემდეგი კვირიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდება იმ სამედიცინო ცენტრების ქსელი, სადაც  კორონავირუსზე მოქალაქეების ვაქცინაცია ტარდება,  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ.

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციის ცენტრების რაოდენობა 78-ით გაიზარდა
„მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს კიდევ 78 ცენტრი დაემატება. საერთო ჯამში საქართველოში ამ ეტაპისთვის 138 ცენტრი იმოქმედებს, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება. ასევე უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციას მოხდენს. რაც შეეხება მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ეს პროცესი ჯერ-ჯერობით არ იწყება, ამისათვის კიდევ არის დამატებითი ნაბიჯები გადასადგმელი“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 40 095-მა ადამიანმა ჩაიტარა

მთავარი თემები