ანრი ოხანაშვილი: თუ ოპოზიცია ამნისტიას მხარს არ დაუჭერს, ეს მათი არჩევანი იქნება

© Parliament of Georgiaანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
„ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს და საკანონმდებლო ორგანოში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილი: თუ ოპოზიცია ამნისტიას მხარს არ დაუჭერს ეს მათი არჩევანი იქნება
„თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს ოპოზიცია სამართლიან რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი და რაციონალური, თუ არ დაგვეთანხმებიან - ეს იქნება მათი არჩევანი. საქართველოში იყვნენ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ შეთანხმების ჩაშლას და ახლაც იკვეთებიან ჯგუფები, რომლებსაც სურთ შეთანხმების აღსრულების ჩაშლა. ჩვენ ვრჩებით ერთგული შეთანხმების და ევროპული ღირებულებების. მიგვაჩნია, რომ უნდა შესრულდეს ყველა პუნქტი, რომელზეც ვიკისრეთ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციის ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ კომპრომისულ დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

ამ ხელშეკრულებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა აიღეს პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის საქმიანობაში. ერთ-ერთი პირველი საკითხი ამნისტიის შესახებ კანონის დარეგისტრირებაა, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტებს ეხება, მათ შორის ითვალისწინებს პატიმრობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0