გამყრელიძე: აღდგომის დღეებში არ გვინდა დამატებითი მკაცრი რეგულაციები

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღდგომის დღეებში დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობს.
გამყრელიძე: აღდგომის დღეებში არ გვინდა დამატებითი მკაცრი რეგულაციები
„არ გვინდა დამატებითი მკაცრი შეზღუდვების შემოღება. რეკომენდებულია, რომ ის რეგულაციები, რაც არსებობს, აღდგომის დღეებში დავიცვათ მაქსიმალურად. ასევე მოგიწოდებთ, წინასააღდგომო და აღდგომის შემდეგი დღეები მოკრძალებულად აღვნიშნოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს ზეიმობს. აღდგომის ღამეს ყველა ტაძარში წირვა აღევლინება.

გასულ წელს, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მორწმუნეებს მისცეს სააღდგომო წირვაზე დასწრების უფლება, მაგრამ „კომენდანტის საათი“ ძალაში დარჩა. მიუხედავად ამისა, ბევრმა მორწმუნემ აღდგომის ღამე შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ტაძრებში გაათენა.

ყველა ახალი ამბავი
0