თამარ გაბუნია: ფართომასშტაბიან „ლოკდაუნზე“ ამ ეტაპზე საუბარი არ არის

© Facebook / Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgiaთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
თამარ გაბუნია: ფართომასშტაბიან ლოკდაუნზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის
„მობილობის შეზღუდვა არის ჩვენვის მთავარი ბერკეტი, აქედან გამომდინარე, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ იქნება შემთხვევების აგრესიული მატება, შესაძლოა, ისევ დადგეს გარკვეული ლოკალური შეზღუდვების შემოღების საკითხი, თუმცა ფართომასშტაბიან „ლოკდაუნზე“ ამ ეტაპზე საუბარი ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.310-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 299.038-ს მიაღწია.

 

ყველა ახალი ამბავი
0