სამადაშვილი: სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს უკვე ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს, როდის შევა პარლამენტში.
სამადაშვილი: სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ამ დოკუმენტზე ხელი მომეწერა
„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამ შეთანხმებას აქვს თავის პირობები. ეს პირობები უნდა შესრულდეს. ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო პროცესი და „ნაციონალური მოძრაობა“, მე რამდენადაც მესმის, სრული დეპუტაციით მალე იქნება წარმოდგენილი ასევე პარლამენტში. ხელმოწერის დღემ ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრა, მათ შორის, ჩვენი ევროპული მომავლის მიმართულება ჩვენი ევროპელი კოლეგების თვალში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მე ამ დოკუმენტზე ხელი მომეწერა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა გუშინ პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. მან ხელმოწერამდე განაცხადა, რომ ხელს აწერს დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის ინდივიდუალური წევრი და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპული მომავლისა.

ყველა ახალი ამბავი
0