ცაგარელი: ხუთშაბათიდან 9 მაისამდე სიყვარულისთვის საუკეთესო პერიოდი იწყება

© Sputnik / Vladimir Umikashviliმიხეილ ცაგარელი
მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მომდევნო თვის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს და ამბობს, რომ ხუთშაბათიდან სიყვარულისთვის ყველაზე კარგი პერიოდი იწყება.
ცაგარელი: ხუთშაბათიდან 9 მაისამდე სიყვარულისთვის საუკეთესო პერიოდი იწყება
„ხუთშაბათი დღე ითხოვს ყურადღებას – სიყვარულის, ხელოვნების, სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა ვერძიდან გადადის მისთვის საყვარელ კუროს ზოდიაქოში, სადაც იქნება 9 მაისამდე. ქორწინებისთვის, სიყვარულისთვის ყველაზე კარგი დრო იწყება ხუთშაბათიდან 9 მაისამდე. ამ პერიოდში იქნება ძალიან ლამაზი ფორმები სიყვარულის ასახსნელად – დითირამბები, მუხლებზე დაჩოქებები და ა.შ.“ – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგის თქმით, შაბათს, 17 აპრილს არავითარ შემთხვევაში არაა მიზანშეწონილი პარტნიორისთვის სახლის, ბიზნესის გადაფორმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0