გია გაჩეჩილაძე: ყველამ უნდა დაინახოს, რომ სხვა საქართველოც არსებობს

© photo: 2030 / FBგიორგი გაჩეჩილაძე
გიორგი გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
ცნობილი ქართველი მომღერალი გია გაჩეჩილაძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და დღევანდელ აქციაზე საუბრობს.
გია გაჩეჩილაძე: ყველამ უნდა დაინახოს, რომ სხვა საქართველოც არსებობს
„ჩვეულებრივი ხალხი ვუყურებთ ამ მარაზმს, რაც ქვეყანაში ხდება. გავიყინეთ ერთ ადგილზე და აღარ ვვითარდებით. სახელმწიფოებრივი კრიზისის წინაშე ვდგავართ. მე გულში მაქვს ძალიან დიდი წუხილი. ვუყურებ ჩემს შვილიშვილს და ვეღარ ვგრძნობ 30 წლის შემდეგ რა ქვეყანაში იცხოვრებს, ან საერთოდ იცხოვრებს თუ არა. მე აღარ შემიძლია და ვისაც აღარ შეუძლია, ის ადამიანები თუ გამოვლენ, ძალიან კარგი იქნება. ეს იქნება მდუმარე აქცია, ყველამ უნდა დაინახოს, რომ სხვა საქართველოც არსებობს“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გია გაჩეჩილაძე თანამოაზრეებთან ერთად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებს. გაჩეჩილაძე და მისი თანამოაზრეები ევროპის მოედნიდან დღეს მსვლელობას გამართავენ. შეკრებილები მსვლელობით ჯერ საპატრიარქოსთან მივლენ, შემდეგ კი დედაენის ბაღში გადაინაცვლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0