ანდრიაძე: როცა ლანძღავ პატრიარქს, გაგდება არ უნდა გჭირდებოდეს, შენ თვითონ უნდა მიდიოდე

© FB / Youth Center of Patriarchateგიორგი ანდრიაძე
გიორგი ანდრიაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილება მართლზომიერი იყო, როდესაც მან სასულიერო პირებს მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვა.
ანდრიაძე: როცა ლანძღავ პატრიარქს, გაგდება არ უნდა გჭირდებოდეს, შენ თვითონ უნდა მიდიოდე
„ამდენი წელია წმინდა სინოდი არ იღებდა რადიკალურ გადაწყვეტილებებს. როდესაც ადამიანი ცილს სწამებს, ლანძღავს და აგინებს თავის ეპისკოპოსს და პატრიარქს, ნიშნავს, რომ ეს იმასთან არ არის. თუ ასეთი პოზიცია გაქვს, გაგდებაც არ უნდა გჭირდებოდეს, შენ თვითონ უნდა მიდიოდე", – ამბობს გიორგი ანდრიაძე.

გუშინ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ამბოხში მონაწილეობისთვის ეპარქიიდან ოთხი სასულიერო პირი განკვეთა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი მიტროპოლიტმა მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე 20-მდე სასულიერო პირს შეუჩერა მღვდელმსახურების უფლება.

ჭყონდიდის ეპარქიას წლების განმავლობაში პეტრე ცაავა ხელმძღვანელობდა. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამათმავლობაში დაადანაშაულა, წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად კი მიტროპოლიტი სტეფანე დანიშნა. ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე სტეფანე ეპარქიის უკანონო მმართველია და ისინი ითხოვენ, რომ მან ჭყონდიდის ეპარქია დატოვოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0