10:20 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260

ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ იქნება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
41 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრობს, ის ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს.

ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ იქნება
„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულეთ. ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ. „ეუთო/ოდირის“ დასკვნები. მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი არჩევნები და მოგვილოცა, რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ?!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიცია კვლავ უარს ამბობს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე, მას გაყალბებულად აცხადებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

მთავარი თემები