გია ვოლსკი: ოპოზიცია ითხოვს იქამდე ჩატარდეს არჩევნები, სანამ სააკაშვილი არ იქნება არჩეული

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებაზე საუბრობს.
გია ვოლსკი: ოპოზიცია ითხოვს იქამდე ჩატარდეს არჩევნები სანამ სააკაშვილი არ იქნება არჩეული
„უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტპატიმრები არსებობს, თავზე ნაცარი უნდა წაიყაროს ხელისუფლებამ, გადადგეს და ჩაატაროს იმდენი არჩევნები, სანამ არჩეული არ იქნება სააკაშვილი და საპარლამენტო ტრიბუნაზე არ დალევს წყალს თუ ჩაის. ეს არის მთავარი ულტიმატუმი, ამ ულტიმატუმის მიღმა არაფერი არ დგას და ერთადერთი განცხადება, რაც შეიძლება საყურადღებო იყოს, არის ის, რომ კომპრომისი არის თავად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გუშინ უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

ყველა ახალი ამბავი
0