ღარიბაშვილი: ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში
„ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე და ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დადგეს, განურჩევლად პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა.
COVAX-პლატფორმის გარდა, ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირდაპირ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა
პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ, აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში