ღარიბაშვილი: შეზღუდვების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირაში მოიხსნება

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ისაუბრა – შემსუბუქდება თუ არა ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ახლო მომავალში.
ღარიბაშვილი: შეზღუდვების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირაში მოიხსნება
„უკვე ვისაუბრე გუნდთან, ჩვენ ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს. და ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 80 პროცენტი გადაწყვეტილი იქნება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება მჭიდრო კოორდინაციით და ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში.

1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა, თუმცა კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სპორტდარბაზების, აუზების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების, თეატრების მუშაობა. ძალაში რჩება შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზეც.

ყველა ახალი ამბავი
0