გოჩა საითიძე: „ჩვენ დღეს სახელმწიფოებრიობის სიყვარულის დეფიციტს განვიცდით“
„რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას?“-ძალიან რთული ილიასეული კითხვაა. პირველ რიგში, ალბათ იმას აქვს მნიშვნელობა რას ვეტყვი მე საკუთარ თავს ისეთს, რომ ჩემს ქვეყანასაც გამოადგეს. ეს კითხვა საკუთარ თავს დღეს ყველამ უნდა დავუსვათ“, - აცხადებს გოჩა საითიძე.
ისტორიკოსი გოჩა საითიძე აღნიშნავს: „საკუთარ თავსაც და ჩემს ქვეყანასაც პირველ რიგში, ალბათ, ვეტყოდი: გვიყვარდეს ერთმანეთი! ივანე მახარობლის ეს უკვდავი სიტყვები: „გიყვარდეთ ერთმანეთი“ ძალიან უყვარს ჩვენს პატრიარქს და ხშირად იმეორებს. ოღონდ, გვიყვარდეს გულწრფელი და არა ფარისევლური სიყვარულით.“