09:16 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
რადიო
მოკლე ბმულის მიღება
46 0 0

ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი გადაცემა „პირადი ექიმის“ ეთერში ბავშვებში მომატებული შფოთვის მიზეზებზე საუბრობს

ბავშვთა ფსიქიატრი: ბავშვებს შფოთვა ძირითადად მშობლისგან გადაეცემათ
„ვიცით, რომ შფოთვა რეალურად მშობლიდან გადაეცემა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით აქტუალურია დედის ხაზი. შესაბამისად თუ შფოთვა მომატებულია უფროსებში ავტომატურად მოიმატებს ბავშვშიც. როგორც წესი შფოთვითი კომპონენტის დროს მოდის გარკვეული დიაგნოზები მაგალითად როგორიც არის ობსესიურ კომპულსიური აშლილობა. ბავშვებს, რომლებთაც აქვთ დაბინძურების, დაავადების შიში და განსაკუთრებით იბანდნენ ხელებს. შესაბამისად ოჯახში, სადაც შფოთვის მაღალი დონეა რათქმაუნდა ბავშვები უფრო მეტად ზარალდებიან ხოლმე“, - განაცხადა მედეა ზირაქაშვილმა.

მედეა ზირაქაშვილის რეკომენდაციით, პირველ რიგში მშობლებმა უნდა მოიწესრიგონ ფსიქიკური ჯანმრთელობა, რათა თავიდან აირიდონ ბავშვებში გამოწვეული აშლილობა.

მთავარი თემები