01:27 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202

კალაძე იმ  მძღოლებს მიმართავს, ვისაც ავტომობილზე ზამთრის სეზონის საბურავები არ აქვს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
994 0 0

თბილისში არის ლოკაციები, სადაც „საცობები“ იმის გამო შეიქმნა, რომ ავტომობილებს ზამთრის სეზონის საბურავები არ ეყენათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

კალაძე იმ მძღოლებს მიმართავს, ვისაც ავტომობილზე ზამთრის სეზონის საბურავები არ გამოუცვლია
„მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, რომ თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, თუ მათ ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ. ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქსა და მის შემოგარენში გვიან ღამით დაწყებული თოვა ამ დრომდე გრძელდება. გზებზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი. უამინდობის გამო ავტომობილები ფრთხილად, მაგრამ შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

 

მთავარი თემები