„თითოეული ჩვენგანის ხელშია რეგულაციების შემდგომი შემსუბუქების კალენდარი. ჩვენ ყველა ერთად თუ ახლაც მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით და შევასრულებთ ყველა აუცილებელ მოთხოვნას, რაც კარგადაა ცნობილი ყველასთვის, ასევე ბიზნესი თუ შეასრულებს ყველა მოთხოვნას, შემდგომი შემსუბუქების თარიღი უფრო მალე დადგება“, – ამბობს ნათია თურნავა.თურნავა: რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი თითოეული ჩვენგანის ხელშია
საქართველოში ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ, 1 თებერვლიდან საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ამ დროისათვის უკვე ამუშავებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). დღეიდან რესტორნებს შესაძლებლობა აქვთ, კლიენტები ღია სივრცეებში მიიღონ. ასევე 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს.