18:08 06 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202

გაბუნია: ვაქცინის 2,5 მლნ დოზა უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
7201

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაზე საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე, COVAX–პლატფორმის გარდა, მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთანაც მიმდინარეობს.

გაბუნია: ვაქცინის 2,5 მლნ დოზა უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით
„ჩვენთვის მთავარი მექანიზმი არის „კოვაქსის“ პლატფორმა. თუმცა ამის პარალელურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რომ მათ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომლებიც, შესაძლოა, ამ ეტაპზე არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ შესყიდვის, ან დონაციის სახით. „კოვაქსიდან“ ჩვენ დაახლოებით 1,4 მლნ დოზა ვაქცინა გვეკუთვნის, დანარჩენი 2,5 მლნ უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით", – ამბობს თამარ გაბუნია.

საქართველო მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ემზადება და ვაქცინის თებერვლის ბოლოსთვის მიღების იმედი აქვს. ამ ეტაპზე საუბარია COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს შემოტანაზე. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

მთავარი თემები