არჩილ თალაკვაძე: კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი

© photo: Parliament of Georgia / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
როდესაც ასეთი დასაბუთებული მომართვა არსებობს, პარლამენტი, მაღალი ალბათობით, მიიღებს იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე: კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი
„თუ ნიკა მელიას აქვს იმის იმედი, რომ ამჯერად გამოვა ქუჩაში, გააკეთებს განცხადებებს, რომ სახელმწიფო არ არსებობს, კანონს პატივს არ სცემს, ვერავინ ვერ გაასამართლებს და კანონზე მაღლა დგას, გირაოს არ გადაიხდის, და ამ დროს, გვერდით, მისი თანამოქალაქეები, რომლებიც როცა არღვევენ კანონს, იხდიან გირაოსაც და მსჯავრსაც იხდიან - გარწმუნებთ, კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარასკევს საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლით დაემუქრა. მაგრამ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს, თანაც ის ამჟამად ოფიციალურად დეპუტატია და მისი დაკავება მხოლოდ პარლამენტის თანხმობითაა შესაძლებელი. ახლა პარლამენტს მეორედ მოუწევს მელიასთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

ყველა ახალი ამბავი
0