ნინო ბუაძე: როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის „მინდას“?

გამოწერა
ფსიქოლოგი ნინო ბუაძე საუბრობს ბავშვის ჭირვეულ ქცევაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი იმ შემთხვევაში, თუ ის ჯიუტდება.
ნინო ბუაძე: როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის „მინდას“?
„ბავშვის ყველა ქცევა, რაც ზრდასრულისთვის მიუღებელია, ქცევით დარღვევად ვერ შეფასდება, ამას ცალკე დეტალური განხილვა სჭირდება. მნიშვნელოვანი წინაპირობა, თუ როგორ ყალიბდება ბავშვის ქცევა, დამოკიდებულია მშობელზე, იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ის ბავშვის ამა თუ იმ მოთხოვნაზე“, – ამბობს ნინო ბუაძე.

ფსიქოლოგი აცხადებს: „მნიშვნელოვანია, თუ როგორი მიდგომა აქვს მშობელს ბავშვისთვის დამახასიათებელ რთულ ქცევაზე, როგორი თანმიმდევრულია ის და ოჯახის თითოეული წევრი. თუ ერთსა და იმავე ქცევაზე განსხვავებული დამოკიდებულებით პასუხობენ ბავშვს, რა თქმა უნდა, ის სხვადასხვა ადამიანთან მიმართებაში კონკრეტულ ქცევას აყალიბებს“.

ყველა ახალი ამბავი
0