00:55 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198

როგორ დავიცვათ თავი კრიპტოთაღლითებისგან – სპეციალისტის რჩევები

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
139 0 0

თაღლითები კრიპტოვალუტების სფეროშიც მრავლად არიან და მათ სულაც არ აინტერესებთ, როგორ იშოვიან ფულს და რით მოატყუებენ მოსახლეობას, აღნიშნა კრიპტოვალუტების სერტიფიცირებულმა საერთაშორისო ექსპერტმა ალექსანდრე სუდაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

როგორ დავიცვთ თავი კრიპტოთაღლითებისგან - სპეციალისტის რჩევები
„ყველას ვურჩევ, არ ჩაერთონ ისეთ საეჭვო პროექტებში, სადაც ე.წ. მოწვევის საფუძველზე გპირდებიან სოლიდურ თანხებს – თქვენი ფულის ინვესტიციის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში ისინი ან მალევე ქრებიან, ან თქვენ გაგხდიან იძულებულს თქვენი ახლობლები მოიწვიოთ, რომ მათ მიერ გაკეთებული შენატანით თქვენთვის დაპირებული მოგების ნაწილით მაინც დაგაკმაყოფილონ. სასურველია დამოუკიდებელ ექსპერტებს ან ახლობლებს ჰკითხოთ, ვინც შედარებით უფრო გათვიცნობიერებულია ამ საკითხებში და მხოლოდ მაშინ მიიღოთ გადაწყვეტილება რომელიმე პროექტში „შესვლაზე“, – თქვა ალექსანდრე სუდაძემ.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების ბაზარზე მოქმედი თაღლითები გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს ბევრ რამეს სთავაზობენ დაწყებული ე.წ. „მაღალშემოსავლიანი“ სავაჭრო რობოტების მიყიდვა/მიქირავებით, დამთავრებული კრიპტო-ფინანსური პირამიდებით და ვითომ უფასო ფინანსური კონსულტაციებით.

მთავარი თემები