კობახიძე: მარტამდე პარლამენტში სავარაუდოდ სამზე მეტი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, თუ რამდენ პოლიტიკურ სუბიექტს ელოდება მმართველი პარტია 2021-ში პარლამენტში
კობახიძე: მარტამდე პარლამენტში სავარაუდოდ სამზე მეტი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი
„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ის ლოგიკურად შეიძლება მხოლოდ არჩევნების გაყალბებას უკავშირდებოდეს. ამიტომ ვამბობთ, თუ გადაამოწმებენ და ნახავენ, რომ გაყალბება მართლა იყო და მეტნაკლებად არსებითი იყო, 1%-იც კი თუ აღმოჩნდება იქ გადახრა, ჩვენ ვნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს, ამის გადამოწმება ნებისმიერ დროს შეიძლება. პარლამენტის პირველი სხდომის წინა დღეს იგეგმებოდა მეხუთე რაუნდი, მაგრამ მაშინ კონკრეტულმა, ერთმა-ორმა ოპოზიციურმა ძალამ ყველაფერი გააკეთა, რათა მეხუთე რაუნდი სხდომის წინა დღეს არ შემდგარიყო. ჩვენი სურვილი იყო, სხდომამდე გაკეთებულიყო ეს ყველაფერი, რათა პირველი სხდომა ჩატარებულიყო უკვე არაერთპარტიულ რეჟიმში, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რომ იმ დღეს მეხუთე რაუნდი არ შემდგარიყო…ჩვენი ვარაუდია, რომ უკვე თებერვალ-მარტში პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული და არც სამპარტიული, ველოდებით სამზე მეტს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ელჩების გარეშე სულ მცირე ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან მმართველი გუნდის წევრების მხრიდან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა.

ყველა ახალი ამბავი
0