00:04 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირება მცირდება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
94 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირება მცირდება
„თუ დეკემბრის პირველი ხუთი დღის საშუალო დადებითობის მაჩვენებელი გვქონდა ტესტირებაზე 28 და 29 პროცენტამდე, დღეს ეს მაჩვენებელი 13,5 პროცენტზეა. ასევე თუ 1 დეკემბერს დადებითობის მაჩვენებელი იყო სადღაც 26 პროცენტი, 26 დეკემბერს დადებითობის პროცენტი გვქონდა 13 პროცენტი, ანუ განახევრებულია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ასევე ნაკლები მიმართვიანობაა „112“-ზე და პოლიკლინიკებში ტესტირებისთვის. მაგრამ თუ რეგულაციების დაცვა არ მოხდება, შეიძლება ვითარება ისევ გამწვავდეს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 538-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 222.143-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 206.313 (ბოლო 24 საათში – 2.766) ადამიანი, გარდაიცვალა – 2.418 (ბოლო 24 საათში – 41), კარანტინის რეჟიმშია 427, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.624 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.311 ადამიანი იმყოფება. 

მთავარი თემები