13:10 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987

სოსო ფხაკაძე: სავაჭრო ცენტრების მენეჯმენტი 24 დეკემბრისთვის მზად არის

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
46 0 0

სავაჭრო ცენტრებს 24 დეკემბრიდან უნდა მიეცეთ საშუალება, რომ რამდენიმე დღე მაინც ივაჭრონ, მიაჩნია საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტს სოსო ფხაკაძეს.

სოსო ფხაკაძე: სავაჭრო ცენტრების მენეჯმენტი 24 დეკემბრისთვის მზად არის
 „მთელი ეს პერიოდი მენეჯმენტი ემზადებოდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მომხდარიყო სავაჭრო ცენტრების გახსნა, როდესაც ეს 24 დეკემბერი დადგებოდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მათ ამის საშუალება უნდა მიეცეთ. მართალია, მათი გახსნა დიდი ხნით არ მოხდება, მაგრამ ის რამდენიმე დღეც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ძალიან მძიმე ვითარებაში იმყოფებიან“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მთელ საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, აღდგება საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა და შობა–ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დროებით გაუქმდება სხვა შეზღუდვებიც. 

მთავარი თემები