15:04 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011

კულუმბეგოვი: ადამიანის იმუნური სისტემა არის ერთადერთი, რომელიც ამარცხებს კორონავირუსს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
81 0 0

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმუნიტეტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ძლიერი იმუნიტეტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კორონავირუსთან, არამედ ნებისმიერ ინფექციასთან საბრძოლველად.

კულუმბეგოვი: ადამიანის იმუნური სისტემა არის ერთადერთი, რომელიც ამარცხებს კორონავირუსს
„იმუნური სისტემის მზადყოფნა და გაჯანსაღების უნარი არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომ ჩვენ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ ნებისმიერ ინფექციას გავუმკლავდეთ. როდესაც ვლაპარაკობთ კოვიდზე, ერთადერთი წამალი და იარაღი, რომელიც ადამიანს აქვს, ეს არის საკუთარი იმუნური სისტემა. ადამიანის ორგანიზმი არის ერთადერთი, რომელიც ამარცხებს ამ ვირუსს, სხვა მეტი არ არსებობს. უნდა ვთქვათ, რომ იმუნიტეტის გაჯანსაღების უნიკალური მედიკამენტი დღეს მედიცინას არ გააჩნია“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

მედიკოსის განცხადებით, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მთავარია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ძილის მოწესრიგება, დაბალანსებული, სწორი კვება და სტრესის მართვა, რადგან ის იმუნურ სისტემას ძალიან აქვეითებს და ნებისმიერი დაავადებისთვის ხელ-ფეხი იხსნება.

მთავარი თემები