კალანდია: ეს არის ამბავი იმაზე, როგორ იზრუნა ბაირონმა ტყვედ ჩავარდნილ ქართველ ქალიშვილზე

© photo: Giorgi Kalandia / FBგიორგი კალანდია
გიორგი კალანდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კალანდია ჰყვება ამაღელვებელ ამბავს სახელგანთქმულ ინგლისელ პოეტზე ჯორჯ გორდონ ბაირონზე, რომელმაც სცადა გაეთავისუფლებინა ალექსანდრიაში ტყვეთა ბაზრობაზე გაცნობილი ქართველი ქალიშვილი.
გიორგი კალანდია: ეს არის ამბავი იმაზე თუ როგორ იზრუნა ბაირონმა ტყვედ ჩავარდნილ ქართველ ქალიშვილზე
„ეს ამაღელვებელი ამბავი ქართული საზოგადოებისთვის თავის დროზე ლიტერატურათმცოდნე ინესა მერაბიშვილისგან გახდა ცნობილი. 1809-10 წლებში ქალაქ ალექსანდრიაში, მონათა ბაზარზე ლორდ ბაირონი შესწრებია ჩერქეზეთიდან და საქართველოდან ჩამოყვანილი ქართველი ქალების გაყიდვას. მისი ყურადღება მიუქცევია ერთ ლამაზ ქალიშვილს, რომელიც სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ხმამაღლა მოთქვამდა. ბაირონი ქალიშვილს გამოელაპარაკა და მისგან გაიგო, რომ ის იყო ქრისტიანი მშობლების ერთადერთი შვილი, საქართველოში მდიდარი მემამულის ოჯახიდან და რომ მამამისის მამულებიდან ქურთებს მოუტაციათ“, – ჰყვება გიორგი კალანდია.   

ისტორიკოსი გიორგი კალანდია მოგვითხრობს: ეს გოგონა რამდენჯერმე ყოფილა გაყიდული და ახლა მას ალექსანდრიიდან როგორც პირუტყვს ისე მიერეკებოდნენ კონსტანტინოპოლში. გოგონა სამშობლოში დაბრუნებას იხვეწებოდა, მას ისიც მოუხერხებია ეთქვა, რომ თუ ბაირონი მის გადარჩენას შეძლებდა, მისი მშობლები მთელ ქონებას მისცემდნენ. ბაირონმა თურმე მისთვის ჩვეული რაინდობით გადაწყვიტა, რომ ქალიშვილი გაეთავისუფლებინა.

ყველა ახალი ამბავი
0