კობახიძე: ასეთი ოპოზიციის ადგილი პარლამენტში ნამდვილად არ არის

© press-service of the Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია თავს გვჭრიდა ადრე რაიონული მასშტაბით და ახლა გვჭრის უკვე მსოფლიო მასშტაბით, ეს არის კატასტროფა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
კობახიძე: ასეთი ოპოზიციის ადგილი პარლამენტში ნამდვილად არ არის არ არის
„როდესაც ასეთი ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას, ეს არის უმძიმესი. როგორ აყენებენ შეურაცხყოფას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვენს მეგობარ ელჩებს, ამით ყველაფერი ნათქვამია, ეს არის კატასტროფა. როდესაც საუბრობენ ისინი, რომ ტყვეებით ვაჭრობენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა თავის მოჭრა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას.

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში დასავლელი შუამავლები ცდილობდნენ დაეთანხმებინათ ოპოზიცური პარტიები, რომ მათ ეღიარებინათ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, ხოლო ხელისუფლება – დათმობებზე წასულიყო. წინასწარი შეთანხმების თანახმად, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე უნდა გამართულიყო მოლაპარაკებათა გადამწყვეტი, მეხუთე რაუნდი, მაგრამ ის ჩაიშალა.

ყველა ახალი ამბავი
0