ამონაშვილი: არა მგონია, ეს ტაბლეტები საქართველომ ოდესმე მიიღოს

© photo: Nini Kereselidze / FBშალვა ამონაშვილი
შალვა ამონაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შალვა ამონაშვილი საუბრობს ინდიგო ბავშვებზე, რომლებიც დღეს მომრავლდნენ. ამერიკაში მათ სპეციალურ ტაბლეტებს ასმევენ, რომელიც აქტიურობას კლავს და ბავშვებს უფლება არ აქვთ ის არ მიიღონ.
შალვა ამონაშვილი: არა მგონია, ეს ტაბლეტები საქართველომ ოდესმე მიიღოს“
„90-იან წლებში ამერიკაში დაინახეს, რომ ბავშვების აურა იცვლება. გავიდა წლები და ასეთი ბავშვები არა მარტო ამერიკაში მსოფლიოში ყველგან მრავლდებოდნენ. ახლა ამ ფერის ბავშვები გამრავლდნენ და ისინი 93 %- ია. დღეს ვერც ერთი მშობელი ვერ დაიკვეხნის, რომ ინდიგო ბავშვი მყავსო. იმ წლებში კი ამით ტრაბახობდნენ. ახლა ყველას ინდიგო ბავშვი ჰყავს და ჩვენ ვერ ვუძლებთ ამ ინდიგოებს. შეიძლება ვიღაც მასწავლებელმა თქვას, რომ ჰიპერაქტიული ბავშვი გყავთ, გავკეთილზე მათ ვერ ვაჩერებთ და ვერ ვუძლებთო“, - ამბობს შალბა ამონაშვილი საჯარო გამოსვლაში.

პედაგოგი შალვა ამონაშვილი აცხადებს: იყო დრო, ფსიქოლოგები ფიქრობდნენ, თუ როგორ გავააქტიუროთ ბავშვებიო, ახლა პირიქით ხდება - ყველა გააქტიურებულია. ამერიკაში ეს საქმე იმით „მოაგვარეს“, რომ სპეციალური ტაბლეტები გამოიგონეს, რომელსაც ფსიქიატრი ნიშნავს. დღეს ასეთი ტაბლეტი ორ მესამედს აქვს გამოწერილი და მათ არ აქვთ უფლება რომ ისინი არ ჩაყლაპონ. ამის შემდეგ ბავშვი უკვე გაკვეთილზე წყნარად, დამბლადაცემულივით ზის. რუსეთშიც უნდოდათ მსგავსი რამ მიეღოთ, მაგრამ იქ მასწავლებელები ამ საქმეს მკაცრად დაუდგნენ.

ყველა ახალი ამბავი
0