გოგიჩაიშვილი: კანში გავიცანი ორი ქართველი გოგო, რომლებმაც ახალი ნიშა შექმნეს ტელებიზნესში

© photo: David Gogichaishvili / FBდავით გოგიჩაიშვილი
დავით გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით გოგიჩაიშვილი საუბრობს ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ უნარი არ შეეშინდეთ სიახლეების, უკვე ნაცად გზებზე უარი თქვან და საკუთარი გამონახონ.
დავით გოგიჩაიშვილი: კანში გავიცანი ორი ქართველი გოგო, რომლებმაც ახალი ნიშა შექმნეს ტელებიზნესში
„მოგეხსენებათ, რომ ტელებიზნესში ვარ. საფრანგეთის ქალაქ კანში ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ტელევიზიის მარკეტინგ-მენეჯერები იკრიბებიან. ისეთი მომენტია, რომ კანში ჩადიხარ და ვაჭრობ სერიალებსა და ფილმებზე. იქ გავიცანი ორი ქართველი გოგო, რომლებსაც თავისით გაუბიათ კონტაქტები მექსიკელ და ვენესუელელ ტელესერიალების მწარმოებლებსა და დისტრიბუციის წარმომადგენლებთან. მათგან ყიდულობენ სერიალებს და მერე ამ სერიელებს ყაზახეთის ტელევიზიებზე ყიდიან“, - ამბობს დავით გოგიჩაიშვილი.   

ტელეწამყვანი და ქოუჩი დავით გოგიჩაიშვილი აცხადებს: ,,ისმის კითხვა: შეუძლიათ თუ არა ყაზახეთის ტელევიზიის მეპატრონეებს, რომ პირდაპირი იყიდონ მექსიკელებისგან ეს პროდუქცია?- რა თქმა უნდა შეუძლიათ. თუმცა ეს ზუსტად ისეთი ბიზნესია, სადაც ამ გოგოებმა ადამიანური ურთიერთობისა და კომუნიკაციის ძიებაში ახალი ფორმა შექმნეს, ამიტომ ყაზახები პირდაპირ მათ უკვეთავენ. ისინი ამ მოდელით დისტრიბუტორების ქვედისტრიბუტორები აღმოჩნდნენ.„- ამბობს დავით გოგიჩაიშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0