გიორგი გოგიჩაიშვილი: „შემთხვევით ტვინის ხაფანგ ნომერ 14-ში ხომ არ ვართ ყველანი?“

გამოწერა
გიორგი გოგიჩაიშვილი საუბრობს ისეთ თემაზე როგორიცაა, ზოგადად მენეჯმენტი და განმარტავს „ტვინის ხაფანგ ნომერ 14-ის“ ცნებას. როდესაც ყველაფერი უცხოური ჩვენთვის უფრო პრესტიჟულია.
გიორგი გოგიჩაიშვილი: „შემთხვევით ტვინის ხაფანგ ნომერ 14-ში ხომ არ ვართ ყველანი?“
„ალბათ დააკვირდით, რომ ყოველივე უცხოური ჩვენთვის უფრო პრესტიჟულია. დღევანდელი მსხვილი უცხოური ახალი ტიპის კომპანიები არის რაღაც იდეის გარშემო შეკრებილი სუპერმოტვირებული ადამიანების გაერთიანება. ესენი კომპანიებია, სადაც გარემოა მნიშვნელოვანი და ისინი ისეთ შედეგებს აღწევენ, რომ ყველას აოცებენ. მინდა გითხრათ, რომ ბილ გეითზე არანაკლები მენეჯერი იყო დავით სარაჯიშვილი“- ამბობს გიორგი გოგიჩაშვილი.  

ქოუჩი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი აცხადებს:„გაიხსენეთ ელდარ შეგელაიას ფილმი „შერეკილები“. მისი პერსონაჟები ქრისტეფორე მგალობლიშვილი გარიყულადან და ერთაოზ ბრეგვაძე ძუკნურიდან, არის თუ არა ეს ორი პერსონაჟი რაღაც დიდი იდეის გარშემო შეკრებილი? -არის! მათ ორივეს „ქალი შეუყვარდათ ნამეტნავად“ და თამუნიას სიყვარულით ზეშთაგონებულმა ბიძია -ბაბუამ გადაწყვიტა, რომ ააგოს ცათმფრენი, რათა მათ სულებს ერთად ეფრინა. ამ დროსაც აქვს მნიშვნელობა გარემოს, თუ სად ახორციელებენ ისინი ამ თავის იდეას.“

 

ყველა ახალი ამბავი
0