კალაძე: შეჭირვებული ოჯახებისთვის გამოყოფილი დახმარებების გაცემა დაიწყო

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეჭირვებული ოჯახების დახმარების საქმეში თბილისის მერიას ბიზნეს-კომპანიებიც დაეხმარებიან, განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე: შეჭირვებული ოჯახებისთვის გამოყოფილი დახმარებების გაცემა დაიწყო
„ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო წელს „საახალწლო სოფელი“ არ მოეწყობა და ამისთვის გამოყოფილი თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. დაახლოებით 700-800 ათასი ლარი მიმართული იქნება იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოჯახებს, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის დროს ყველაზე მეტად გაუჭირდათ და ჩვენს თანადგომას საჭიროებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ შეჭირვებული ოჯახებისთვის გამოყოფილი დახმარებების გაცემა გუშინ უკვე დაიწყო. თავის მხრივ, ბიზნეს-სექტორმა, კერძოდ, 27-მა კომპანიამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა – მხარი დაუჭირონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და მონაწილეობა მიიღონ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახების საჭირო პროდუქტებით მომარაგებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0