10:06 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987

გამყრელიძე: მიდის მოკვლევა – ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირების შემთხვევა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საუბრობს იმაზე, საქართველოში იყო თუ არა კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა.

გამყრელიძე: მიდის მოკვლევა ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირების შემთხვევა
„ჯერ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირება. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი PCR ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს ე.წ. გენომის სეკვენირება, რაც დროს და შესაბამის მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რისი საშუალებაც აქვს მხოლოდ ლუგარის ცენტრს. ამიტომ იმისათვის, რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და შემდეგ გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატორიული თუ სხვა კლინიკური არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის გამოკვლევა.

მთავარი თემები