გია ვოლსკი ოპოზიციის ბოიკოტზე: ამას ბოიკოტი არ ქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გია ვოლსკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას გამოეხმაურა.
გია ვოლსკი ოპოზიციის ბოიკოტზე: ამას ბოიკოტი არ ქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია

„პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოებრის და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, აიძულებს ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სიღრმისეულად თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ დესტრუქციას...ამას ბოიკოტი არ ქვია ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია, რომელსაც იმედია ისინი შეიცვლიან, როდესაც კარგად გაანალიზებენ იმ დამოკიდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია საქართველოში შექმნილი ვითარების მიმართ“- განუცხადა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია რუსთავი 2 -ს.

ქართული ოპოზიცია 31 ოქტომბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები არ შეცვლილა. პარასკევს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრები გამართეს. აღნიშნული შეხვედრები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის ერთგვარი მომზადება იყო.

ყველა ახალი ამბავი
0