18:29 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164

როგორ შეძლებს მთავრობა პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნებას

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
3910

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განმარტა, როგორ მოახერხებს საქართველოს მთავრობა პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნებას ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ან მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირების შემთხვევაში.

როგორ შეძლებს მთვარობა პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნებას
„ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მთავრობასთან და არის სუბსიდირების სამი ვარიანტი: პირველი მექანიზმი – ეს არის ხორბლის იმპორტის სუბსიდირება, როგორც ეს მოხდა მარტსა და აპრილში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს; მეორე არის თვითონ  ფქვილის ფასის სუბსიდირება, ხოლო მესამე პურის ფასის სუბსიდირებაა. ამ სამი ვარიანტიდან მთავრობა იმას აირჩევს, რომელიც ნაკლებ ხარჯიანი იქნება ბიუჯეტისთვის“, – აღნიშნა ლევან სილაგავამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

ეკონომომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში დოლარის მიმართ ლარის კურსის მკვეთრმა გაუფასურებამ შესაძლოა ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში პურის გაძვირება გამოიწვიოს.

 

მთავარი თემები