გია მურღულია: ქართველები ზოგჯერ ავიტაცებთ ხოლმე რაღაც იდეას და მის შედეგს არ ვაცნობიერებთ

© photo: Gia Murghulia / FBგია მურღულია
გია მურღულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია მურღულია ეროვნულობისა და გლობალიზაციის თემებს მიმოიხილავს ვაჟა-ფშაველას წერილის „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ მიხედვით.
გია მურღულია: „ქართველები ზოგჯერ ავიტაცებთ ხოლმე რაღაც იდეას და მის შედეგს არ ვაცნობიერებთ“
„ეს წერილი 1905 წელს დაიწერა. ეს იყო რუსეთის პირველი რევოლუციის დრო, როდესაც მომძლავრდა თვალსაზრისი, რომ ნაციონალური სახელმწიფოს დრო დასრულდა, ანუ დრო იმ ადამიანისა, რომელიც გარკვეულ ერთან არის იდენტიფიცირებული. მოვიდა იმ ადამიანების დრო, რომლებიც ერთიან, მთლიან და ბედნიერ სამყაროს შექმნიან და რომლებიც კოსმოპოლიტები იქნებიან. დღეს ანტიგლობალისტები მსოფლიოში გამოდიან გარკვეული მოთხოვნით. მათი აზრით, გლობალიზაცია ხელს უშლის ადამიანს იმაში, რომ დარჩეს იმად, რაც და ვინც არის, ხელს უშლის იმაში, რომ მან საკუთარი ღირებულებები შეინარჩუნოს და ტრადიციებს პატივი მიაგოს“, – ამბობს გია მურღულია სატელევიზიო გამოსვლაში.

ცნობილი პედაგოგი აღნიშნავს: „ვაჟა–ფშაველა ერთმანეთს არ უპირისპირებს კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმს. ის წერს: ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა, ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისევე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი და (არა ჩვენებური) პატრიოტია. რატომ ჩაწერა ვაჟამ ეს სიტყვა ფრჩხილებში? იმიტომ რომ ხანდახან ქართველებს მოგვწონს ხოლმე წამხედურობა. ვაჟა გვეუბნება, რომ ეს ორი ცნება გონიერმა ადამიანმა ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპიროს“.

ყველა ახალი ამბავი
0