ვახტანგ ჭარაია ლარის უფრო მეტად გაუფასურებას ვარაუდობს

© FB/ Vakhtang Charaiaვახტანგ ჭარაია
ვახტანგ ჭარაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე მოქმედებს.
ვახტანგ ჭარაია ლარი უფრო მეტად გაუფასურებას ვარაუდობს
„ლარის გაუფასურებაზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი. საუბარია როგორც პანდემიით გამოწვეულ, ასევე გარე ფაქტორებზე. ლარის გაუფასურება გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ინფლაციაზე, ანუ ფასების ზრდას გამოიწვევს. ლარის მომდევნო გაუფასურება ჯერ კიდევ მოსალოდნელია ქვეყანაში შექმნილი არსებული ვითარებიდან გამომდინარეც, როგორც პანდემიის მხრივ, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით", – აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 3.23 ნიშნულიდან დაიწყო. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა 2 ნოემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ფასმა 3.40 ლარს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0