ზურაბ მხეიძე: კრიტიკულ ასაკში ბავშვს უკვე თავისი თანატოლების შეფასებები აინტერესებს

გამოწერა
ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე საუბრობს ბავშვებში კრიტიკული ასაკისთვის დამახასიათებელ სირთულეებზე და ხსნის მათი ქცევის მიზეზებს.
ზურაბ მხეიძე: კრიტიკულ ასაკში ბავშვს უკვე თავისი თანატოლების შეფასებები აინტერესებს
„ბავშვებში გარდატეხის ასაკია 12-დან 14 წლამდე პერიოდი, ოღონდ სამხრეთული ტიპის ქვეყნებში ეს ასაკი შეიძლება ქვემოთ იყოს. ანუ იწყებოდეს 11 წლიდან და გრძელდებოდეს ცოტა უფრო დიდხანს. ეს პერიოდი თქვენ ყველას გავლილი გაქვთ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ არავის გახსოვთ მაინცდამიანც რას აკეთებდით და როგორ განიცდიდით ამ პერიოდს, თორემ ბევრი რამ არ გაგიკვირდებოდათ“, – ამბობს ზურაბ მხეიძე.

ფსიქოლოგი აღნიშნავს: „მშობლის მხრიდან არის ხოლმე ასეთი, დავარქვათ მას ჩივილი, რომ 12 წლამდე დამჯერი ბავშვი იყო, მაგრამ მერე უცებ აურია და აღარ მიჯერებს... კრიტიკულ ასაკში მას თქვენი შეფასებები ნაკლებად აინტერესებს“.

ყველა ახალი ამბავი
0