კალაძე: თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვების დარიგება გაგრძელდება

© Sputnik / Viktor Kaminskyკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფაზე ისაუბრა.
კალაძე: თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვების დარიგება გაგრძელდება
„თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გაგრძელდება. მინდა ილია ელოშვილს დავავალო, რომ უზრუნველვყოთ კვების საკითხი, როგორც ამას პანდემიის პერიოდში ვაკეთებდით (მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა – საკვები რაციონი წაეღოთ სახლებში), პროდუქტებით უზრუნველყოფა რომ გავაკეთოთ, ისე, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა. ხვალიდან საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, თბილისში ბაგა-ბაღებში სწავლა ოქტომბერში განახლდა, თუმცა ძალიან მალევე 40-მდე საბავშვო ბაღი დაიხურა.

ყველა ახალი ამბავი
0