თამარ ჟვანია: არჩევნები არ დასრულებულა

© photo: Tamar Zhvania / FBთამარ ჟვანია
თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საუბრობს არჩევნებზე და ამბობს, რომ გაყალბებულ ოქმებზე სოციალურ ქსელში და მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული კამპანიაა.
ჟვანია: არჩევნები არ დასრულებულა
„რა თქმა უნდა, არჩევნები არ დასრულებულა, ახლა მიმდინარეობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და, პირველ რიგში, საოლქო კომისიებში. ეს გახლავთ შედეგების შეყვანა და დამუშავება. ახლა მხოლოდ და მხოლოდ წინაწარი მონაცემებია გამოქვეყნებული, რომელიც რაღაც სურათს იძლევა, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური მონაცემები“, – ამბობს ჟვანია.

მისი განცხადებით, ის ოქმები, რომლებიც სოციალურ ქსელში ტრიალებს, თითქოს ისინი გაყალბებულია, არასწორი კამპანიური ხასიათის არის. 

 

ყველა ახალი ამბავი
0