09:49 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253

გიორგი ვოლსკი საქართველოში მძიმე დანაშაულების შემცირებაზე საუბრობს

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

საქართველოში ყველა სახის მძიმე დანაშაული 2,5-ჯერ შემცირდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი საქართველოში მძიმე დანაშაულებების სტატისტიკის შემცირებაზე საუბრობს
„კრიმინალთან დაკავშირებით ოფიციალური სტატისტიკის სანდოობაში ეჭვი არავის შეუტანია და ამის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საერთაშორისო რეიტინგებშიც საკმაოდ მაღალი ადგილი უკავია საქართველოს. ფაქტია, რომ 2,5-ჯერ, თუ მეტი არა, შემცირდა ყველა სახის მძიმე დანაშაული, როგორიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, დაყაჩაღება და სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ „TV პირველის“ ეთერში.

საქართველოში გაზრდილ კრიმინალზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძარცველი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და მოთხოვნილი ნახევარი მილიონი დოლარის მიღების შემდეგ მიმალვა შეძლო.

მთავარი თემები