გახარია: რეანიმატოლოგთა ჯგუფი მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს

© Facebook / Gakhariaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე, კრიტიკული პაციენტების მართვის შესახებ ისაუბრა.
გახარია: რეანიმატოლოგთა ჯგუფი მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს
„მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტების მართვა უნდა მოხდეს ბინაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იზოლაციაში ყოფნის ელემენტარული წესების დაცვის შესაძლებლობა, ჩვენ შევქმენით კოვიდ-სასტუმროები. მნიშვნელოვანია, რომ დღეს სამედიცინო სისტემა მთლიანად არის მზად, რომ მძიმე, კრიტიკული პაციენტები მართოს სწორად. ამისთვის არის შექმნილი კლინიკური ჯგუფი, ამისთვის უკვე შევქმენით რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფიც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სრულად მართავს ამ პროცესს. ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს აპლიკაციით Stop Covid, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს.

ყველა ახალი ამბავი
0