01:41 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242

ვაშაძე: ჩვენი საერთო მიზანია - გავალამაზოთ ისანი

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
38 0 0

პარტია „ახალი საქართველოსა“ და ოპოზიციური კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე საუბრობს.

ვაშაძე: ჩვენი საერთო მიზანია - გავალამაზოთ ისანი
„ოპოზიციის მხარეს არის მრავალფეროვანი არჩევანი იმისათვის, რომ ყველა ტიპის ამომრჩევლის გემოვნება იყოს დაკმაყოფილებული. ხალხს მობეზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება, ყოველი შემდგომი დღე არის უარესი, ლარის კურსს შევხედოთ, კორონავირუსის გაზრდილ მაჩვენებელს შევხედოთ. არჩევანი არის ძალიან კონკრეტული: ან ივანიშვილის მარიონეტები ხელისუფლებაში, ან აღმშენებლობა - გუნდი, რომელიც იფიქრებს და იზრუნებს ხალხზე“, - ამბობს ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, ისანი იქნება ის მოდელი, რომლითაც მისი გუნდის წევრები მთელ საქართველოს გააძლიერებენ და გაალამაზებენ.

მთავარი თემები