მიხეილ ხიდურელი: წელს მაქსიმალურად ბევრი კვალიფიციური ბიზნეს-იდეის დაფინანსებას შევძლებთ

გამოწერა
მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული მიკროგრანტების ზღვარი 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზარდა, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
მიხეილ ხიდურელი: წელსმაქსიმალურად ბევრი კვალიფიციური ბიზნეს იდეის დაფინანსებას შევძლებთ
„წელს სხვა ანტიკრიზისული პროგრამების ფარგლებში მიკროგრანტების პროგრამასაც ექნება უპრეცედენტო ბიუჯეტი – 40 მილიონი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ, სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს შევძლებთ მაქსიმალურად ბევრი კვალიფიციური ბიზნეს-იდეის დაფინანსებას და წარმატებული მეწარმის დახმარებას. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამის თანამონაწილეობას, ანუ იმ თანხას, რაც მეწარმემ თავის მხრივ უნდა დახარჯოს გრანტის მისაღებად, აქაც 20%-ის  ნაცვლად 10%-ის დადება მოუწევს“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში მეწარმეთა დახმარების მიზნით გადაწყდა პროგრამის გაფართოება.

ყველა ახალი ამბავი
0