06:53 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140

გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიისპირეთის მოქალაქეები საქართველოში კარანტინს არ გაივლიან

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
74 0 0

დღეიდან საფრანგეთის, გერმანიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა PCR–ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში შეუძლიათ, განაცხადა  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

გერმანიის საფრანგეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში კარანტინს არ გაივლიან
„საქართველოს ნაცვალგების პრინციპით საზღვრები აქვს გახსნილი ორმხრივად საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნისთვის. 15 სექტემბრიდან აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები და გრძელვადიანი ბინადრობის მქონე პირები ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას შეძლებენ კარანტინის გარეშე, თუ ისინი წარმოადგენენ 72 საათიანი ვალიდურიბის მქონე PCR–ტესტის ნეგატიურ პასუხს“, – თქვა მარიამ ქვრივიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ქვეყანაში გრძელვადიანი პერიოდით ვიზიტორის შემოსვლისთვის სავალდებულოა მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. განცხადებაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტრაქტორის შესახებ, წინასწარ დასტურს სავალდებულო კარანტინის გავლის თაობაზე და ა.შ.

მთავარი თემები