20:54 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886

მიხეილ ჩხენკელი: წლევანდელი სასწავლო წელიც უჩვეულო გარემოში იწყება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
28 0 0

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე 2020 წელი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის, აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელი : წლევანდელი სასწავლო წელიც უჩვეულო გარემოში იწყება
„წლევანდელი სასწავლო წელიც უჩვეულო გარემოში იწყება. ჩვენთვის თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, სტუდენტის, ლექტორის და ზოგადად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის უმთავრესი პრიორიტეტი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დაიწყოს დისტანციურად, ხოლო 1 ოქტომბერს ეს პროცესი გაგრძელდება ჩვეულ გარემოში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა „რუსთავი-2“-ის ეთერში.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდა. საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან განახლდა, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო, რვა ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში, ასევე მაღალმთიან აჭარაში, კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთ სოფელში სასწავლო პროცესი ორი კვირის მანძილზე, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. დანარჩენი სასწავლო დაწესებულებების კარი ბავშვებისთვის ღიაა.

მთავარი თემები