ეზუგბაია: გორსა და მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილი გახდა

© Sputnik / Alex ShlamovДиректор тбилисской инфекционной больницы Марина Эзугбая
Директор тбилисской инфекционной больницы Марина Эзугбая - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და დაინფიცირების მიზეზებზე ისაუბრა.
ეზუგბაია: გორსა და მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილი გახდა
„გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 5 სექტემბერს გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა. მოსახლეობას და მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკაონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ შეზღუდვებს და რეგულაციებს დაემორჩილონ, თორემ მრავალი ასეთი შედეგი დადგება, რომელიც კიდევ უფრო ცუდად წაადგება არსებულ სიტუაციას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად ძალიან დიდი სამუშაოები ტარდება. მან გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე სიტუაცია მალე მოწესრიგდება და რისკ-ჯგუფების ლოკალიზება მალე მოხდება.

ყველა ახალი ამბავი
0