03:43 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140

ამირან გამყრელიძე: 200-კაციანი შეზღუდვები პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
85 0 0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ შეზღუდვებსა და პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძე - 200-კაციანი შეზღუდვები პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება
„არჩევნების დროს რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვები უნდა იყოს, რომ ეს არ იყოს გამოყენებული ან მმართველი, ან სხვა პარტიების მიმართ დისკრიმინაციად... კულტურულ ღონისძიებებზეც აუცილებელია ღია სივრცეში პირბადის ტარება და ეს აუცილებელია წინასაარჩევნო, აგიტაციის პერიოდშიც. დღეს რასაც ვუყურებთ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში არ ხმარობენ პირბადეს გარეთ, რადგან ჩვენ პირბადე გვქონდა ძირითადად შიდა შენობებში. ამიტომ ახლა გარეთაც, თუ დისტანცია არ იცვლება, აუცილებელია პირბადის ხმარება. პროცესის მონიტორინგი უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ნაკლები შეზღუდვით, რამეთუ ეს მაინც დაკავშირებულია ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტთან, რომელიც იქნება თვენახევარში ქვეყანაში, ეს არის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, არის საერთაშორისო რეკომენდაციები, რომ პოლიტიკური პროცესები ნაკლებად იზღუდებოდეს.

მთავარი თემები