08:45 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295

გიორგი გახარია: 50 ათასი ტონა თხილის ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი 100 მლნ დოლარი იქნება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
75 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში „თხილობა 2020“-ის ღონისძიებაზე თხილის ექსპორტზე ისაუბრა.

გიორგი გახარია: 50 ათასი ტონა თხილის ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი 100 მლნ დოლარი იქნება
„რაც არ უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი ეპიდემიოლოგიურად იყო რთული, ბევრი შეზღუდვა გვქონდა ეკონომიკურადაც, კრიზისი იყო, მაგრამ არც ერთი დღით სოფლის მეურნეობის სამუშაოები, ისევე, როგორც სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა, არ გაჩერებულა, ამიტომ, როგორც შედეგი, გვაქვს, მაგალითად, ატმის მოსავალი კახეთში. ატმის ექსპორტი ქვეყნიდან გაზრდილია დაახლოებით ორჯერ. ქართლში უახლოეს პერიოდში დაიწყება ვაშლის აღება და წელსაც სამჯერ მეტი მოსავალი გვექნება, 120 ათას ტონას ველოდებით. ახლა ვართ სამეგრელოში, თხილის აღება უკვე დაწყებულია და საპროგნოზო ციფრები დღეს არის დაახლოებით 50 ათასი ტონა. 50 ათასი ტონის ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი იქნება დაახლოებით 100 მილიონი დოლარი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შესაძლოა, ეს არ არის კატასტროფულად დიდი რიცხვი, მაგრამ იმასთან შედარებით, რა დღეშიც იყო ეს დარგი ორი, სამი, ოთხი წლის წინ, 2016 წლის შემდგომ, როდესაც ფაროსანას ეპიდემია დაიწყო სამეგრელოში, რა თქმა უნდა, აშკარა პროგრესი გვაქვს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოში იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება ამ მავნებლებს ებრძოლონ მსოფლიოში და ეს ფაქტი აღიარებულია.

მთავარი თემები