04:37 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
რადიო
მოკლე ბმულის მიღება
6820

დათო ევგენიძე იხსენებს მორის ფოცხიშვილს და იმას, თუ რა როლი ითამაშა ამ  პოეტმა მის კომპოზიტორად ჩამოყალიბებაში.

დათო ევგენიძე: მაშინ პატარა ვიყავი როცა ღმერთმა მფარველ ანგელოზად ეს ადამიანი მომივლინა
„დღეს დათო  ევგენიძე რომ დათო ევგენიძეა ამაში ჭეშმარიტად დიდი როლი მორი ფოცხიშვილმა ითამაშა. ის ჩემთვის, მაშინ პატარა ბავშვისთვის დიდი საჩუქარი იყო. მაშინ ათი წლის ვიყავი როდესაც მან ჩემი მუსიკა მოისმინა და თქვა: ეს პატარა ბიჭი უკვე დიდი კომპოზიტორიაო“-ამბობს დათო ევგენიძე სატელევიზიო გადაცემაში.

კომპოზიტორი დათი ევგენიძე ამბობს: „წარმოიდგინეთ, რა ბედნიერება იყო, როცა მორის ფოცხიშვილი სპეციალურად წერდა ჩემთვის ლექსებს და მე ვწერდი მუსიკას ბატონი მორისის პოეზიაზე. იმ დროის საქართველო ბატონი მორისის ენაზე ლაპარაკობდა. მის ლექსებზე სიმღერებს წერდნენ დიდი კომპოზიტორები: ბიძინა კვერნაძე, გოგი ცაბაძე და ვაჟა აზარაშვილი“.

მთავარი თემები