12:16 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295

ელდარ შენგელაია: ამერიკელებმა „ელისო“ უცნაურად აჩვენეს – ხმას დაუწიეს და ფილმის ფონზე...

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
140 0 0

რეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს ბავშვობის დროინდელ ამბავს, თუ როგორ დაასაქმა მამამ ფილმის გადაღების დროს.

ელდარ შენგელია: ამერიკელებმა „ელისო“ უცნაურად უჩვენეს, ხმას დაუწიეს და ფილმის ფონზე...
„ომის პერიოდი იყო და მამას თვითონ დაჰყავდა დიდი ავტომანქანა, სადაც განათების აპარატურა იყო. მაშინ ყველას თავისი საქმე ჰქონდა და დაკავებული იყო. ერთ დღეს მამა იღებდა ფილმს „ის კიდევ დაბრუნდება“. გადაღების წინ დამიძახა და მითხრა, შენ უნდა დამეხმაროო. მაშინ ასეთი განათება არ იყო, როგორიც დღესაა. მომცა დიდი დაფა და მითხრა, ამ კაცს გაანათებ და გაშეშდები“, – იხსენებს ელდარ შენგელაია სატელევიზიო გადაცემაში.

რეჟისორი ელდარ შენგელაია ამბობს: „ორი წლის წინ იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა ნიუ-იორკში. მაშინ პირველად აჩვენეს იქ ნიკოლოზ შენგელაიას ფილმი „ელისო“. როცა ფილმის ჩვენება დასრულდა, 700 კაცი ტაშს ფეხზე ამდგარი უკრავდა“.

მთავარი თემები