03:21 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140

გახარია: საქართველოდან დისტანციურად მუშაობით 200-ზე მეტი უცხოელი დაინტერესდა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
66 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა პროგრამაზე „იმუშავე საქართველოდან“ და ამით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

გახარია: საქართველოდან დისტანციურად მუშაობით 200-ზე მეტი უცხოელი დაინტერესდა
„იმუშავე საქართველოდან“ – ეს იყო ტურიზმის სააგენტოს ინიციატივა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი სკეპტიკურად უყურებდა. არსი მდგომარეობს ამაში: იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში საქართველოდან გაეგრძელებინათ შრომა, და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ტურიზმის სააგენტოს ვავალებთ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიერონ ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ მოლოდინს გადააჭარბა და ამ დროისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ადამიანი დაინტერესდა.

მთავარი თემები